ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვილაპარაკოთ ის რაც იყო, რაც ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ”

“ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომლებსაც გვეკადრება დღეს ვილაპარაკოთ ის, რაც არ ყოფილა. ვილაპარაკოთ ის, რაც იყო, რაც ვიცით და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ თვითოეული ჩვენგანი ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ. დღეს ქალბატონი ირინა ცოცხალი არ არის და სწორედ მე მინდა გავაჟღერო ის, რასაც ქალბატონი ირინა ენუქიძე ფიქრობდა, საუბრობდა და ის, რასაც დღეს პოლიტიკოსები აქედან თუ იქიდან თავის სასარგებლოდ იყენებენ. ქალბატონი ირინას მოთხოვნა იყო, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთები დასჯილიყვნენ. ამისთვის საჭირო იყო ერთადერთი რამ, რომ ეს უნდა ეღიარებინათ იმ ადამიანებს, ვისაც მიღებული ჰქონდათ ეს დაკვეთა. ანუ იმ ოთხ ადამიანს ვინც ციხეში იყო. ამის ნაცვლად, მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ 117-ე მუხლს შეუცვალა სტატუსი, გადააკეთეს ნაკლებად მძიმე დანაშაულად და დამნაშავეებმაც აღარ დაასახელეს დამკვეთები”.

 

ნანა კაკაბაძე, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე

იტვირთბა....