მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

“არ მიკვირს, ისიც რომ არ ათქმევინეს ჩვენით გადმოვხტით 9 მეტრის სიმაღლიდანო” – კუპრაძე

“პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული 2 მუშა ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს. ერთი მუშა, რომელიც უფრო მძიმედ დაშავდა საავადმყოფოში რჩება.

არ მიკვირს, ისიც რომ არ ათქმევინეს ჩვენით გადმოვხტით 9 მეტრის სიმაღლიდანო.

# ასეა, წინააღმდეგობა ძალიან რთულია და არც გაემტყუნება ადამიანებს, რომლებიც დღეს იბრძვიან გადარჩენისთვის და ყოველდღიური სარჩოსთვის. 2-3 წლიანი გაწელილი სასამართლო პროცესები, თუნდაც მოგებული, დიდი შვება ვერ იქნება მათთვის, როცა ეს 2-3 წელი როგორ ირჩინოს თავი არ იცის.

# თან პასუხი ცხადია: კანონი ავალდებულებს კომპანიას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა და დაავალდებულოს მუშები მათი მოხმარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მუშა არ უნდა დაუშვან სამუშო არეალში(არც ხელფასი გადაუხადონ თუნდაც).

შემთხვევა საღამოს 5 საათვისთვის მოხდა, ანუ დღე ისე გავიდა, რომ მუშებს მთლი დღის განმავლობაში არ ეკეთათ დამცავი ბაგირები, ჩაფხუტები, შესაბამისი სასიგნალო ეკიპირება და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ სამუშო სივრცეები მთელი დღის განმავლობაში არავის შეუმოწმებია.

არათუ ერთი დღე, დედაქალაქის ცენტრში, ქვეყნის მთავარ მოედანზე არის ყველაზე მასშტაბური მშენებლობა, რომელიც 4 წელია მიმდინარეობს და დღემდე ერთ სახელმწიფო უწყებასაც არ შეუმოწმებია. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ.პასუხი რა არის ყველამ ვიცით. ეს ხომ ივანიშვილის საკუთრებაა და მონიტორინგი როგორ უნდა გავუბედოთ. ბიძინამ თავად უკეთ იცის ყველაფერი.

ირაკლი კუპრაძე – სამოქალაქო აქტივისტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ “პანორამა თბილისის” მშენებლობაზე დაშავებული მუშები აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს

 

იტვირთბა....