MANIFEST.GE-ზე საქართველოს მონადირეთა,მეთევზეთა და ბაზიერთა საკოორდინაციო საბჭოს მანიფესტია გამოქვეყნებული, სადაც ითხოვენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს დაემატოს გადაცემა ნადირობისა და თევზაობის მოყვარულთათვის.
“ქართულ მედია სივრცეში, დღესდღეობით, არ არსებობს გადაცემა, რომელიც საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა, ბაზიერთა და ზოგადად, ბუნების მოყვარულთა ინტერესებს გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი კატეგორიები, საერთო ჯამში, საქართველოს მრავალათასიან მოქალაქეთა უზარმაზარ აუდიტორიას მოიცავს.
მსგავსი გადაცემები, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში დიდი წარმატებითა და მაღალი რეიტინგებით სარგებლობენ.
შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასეთი გადაცემის დამატებახელს შეუწყობს საქართველოში როგორც ნადირობისა და თევზაობის სწორი კულტურის დამკვიდრებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.ამასთან, საგრძნობლად გაზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა რიცხვს და შესაბამისად, რეიტინგს. გთხოვთ საქართველოს საზოგადოებრივ არხის ეთერში მოხერხდეს ასეთი გადაცემათა ციკლის ჩაშვება…”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის პეტიციას 924 ადამიანი აწერს ხელს. მანიფესტის განსახილველად 9024 ხელმოწერაა საჭირო.