“გერმანიას სურს რუსული გაზის შესყიდვა, რუსულ გაზში ფულის გადახდა კი პუტინისთვის იარაღის ფულის მიცემის ტოლფასია”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ Fox news-ისთის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი ამერიკულ, თხევად, ნატურალურ გაზს ყიდულობს და ხელი მათ გრძელვადიან კონტრაქტებს მოაწერეს.
ამასთანავე, დასძინა, რომ პოლონეთი არ ეთანხმება გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით.