ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კლანი უნდა წავიდეს” – ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა პარლამენტში პლაკატი გადმოფინეს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა პლაკატი გადმოფინეს წარწერით “კლანი უნდა წავიდეს”.

„მთავარი კითხვა მაქვს, მეორე მოსმენის დროს, პრინციპების შეცვლა რომ არ არის შესაძლებელი, რომელი ჩანაწერით, მუხლითა და კონკრეტული ფორმულირებით თვლით, რომ შესაძლებელია, მეორე მოსმენის ტექსტში შეიცვალოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის პრინციპი და პრინციპია მათ შორის გამოცდის ჩატარების საკითხიც“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.
როგორც კანონის პროექტშია ნათქვამი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

იტვირთბა....