ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი ხშირად უშვებს შეცდომებს” – ზოიძე

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განაცხადებით, სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიამ იმატა, ასევე გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფატქებიც.

ამასთანავე, ზოიძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.

ზოიძის შეფასებით, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამ ყოველივით საფრთხის წინაშე დგება პაციენტის ჯანმრთელობაც.

„ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიამ იმატა და გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები პაციენტის ოჯახის წევრებისგან თუ ახლობლებისგან. ხშირ შემთხვევაში, ეს ისევ პაციენტის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება, რადგანაც ცნობილია, რომ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პირველ რიგში, პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ისევ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ექიმი თუ ექთანი არ უნდა უწევდეს სამედიცინო დახმარებას,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.

იტვირთბა....