გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, კოლხური ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
“ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა, რომელზეც გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.
საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძი სანერგეებში გამოყვანილ ბზის შეძენა შესაძლებელია ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე”, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.