ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Facebook-მა, შემთხვევით, მომხმარებლების ელ-ფოსტების კონტაქტები მოიპოვა

Facebook-ის განცხადებით, მათ შემთხვევით 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის კონტაქტები მოიპოვეს.

ამის შესახებ Business Insider კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

როგორც თავად აცხადებენ, Facebook შეტყობინებას გაუგზავნის ყველა იმ მომხმარებელს, რომელთა ელ-ფოსტის კონტაქტებიც უნებართვოთ გამოიყენეს, მონაცემებს კი წაშლის.

მარკ ცუკერბერგი , Facebook-ის დამფუძნებელი

„როდესაც ახალი მომხმარებლების მიერ პროფილების ვერიფიკაციის პროცედურა შევამოწმეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის კონტაქტები მოგვდიოდა. ეს კონტაქტები არავისთვის მიგვიცია და ახლა მათი წაშლა მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....