ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ – ქუცნაშვილი კოპალიანის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას მისი თანაგუნდელის, კარლო კოპალიანის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ვენეციის კომისიას მოსაზრებების გამოთქმა, თავად თხოვეს.

“მე გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ. ვენეციის კომისიას ჩვენ ვთხოვეთ მოსაზრებების გამოთქმა, როგორც ყველაზე კომპეტენტურ მრჩეველთა ჯგუფს. ასე, რომ ამ შემთხვევაში, მათი რეკომენდაციები ჩვენი თხოვნის საფუძველზე გამოითქვა და არა იმის გამო, რომ ისინი ცალმხრივად მოქმედებდნენ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კოპალიანის განცხადებით, ვენეციის კომისიას და არც არავის აქვს უფლება, მმართველი გუნდის პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს.

იტვირთბა....