ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბანგლადეშში 19 წლის გოგონა ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშში 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფი ცოცხლად დაწვეს.

BBC-ის ინფორმაციით, გოგონამ, ორი კვირით ადრე, სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა.

მოკლული გოგონა ქალაქ ფენიში, ისლამურ სკოლაში სწავლობდა. ის დირექტორმა კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. ნუსრათი ოთახიდან გაიქცა და მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა. როცა ის მომხდარის შესახებ ჰყვებოდა, პოლიციელმა მას ვიდეო გადაუღო და უთხრა რომ სერიოზული არაფერი მომხდარა.

მართალია, პოლიციამ სკოლის დირექტორი დააკავა, მაგრამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა.

სკოლაში მისულ ნუსრათს თანაკლასელებსმა მოსთხოვეს, საჩივარი გამოეტანა, უარის თქმის შემდეგ კი მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი მოუკიდეს.

როგორც მთავარი პროკურორი აცხადებს, თვითმკვლელობის ინსცენირება სურდათ, თუმცა მათი წასვლის შემდეგ ნუსრათმა უცხო პირებისთვის მომხდარის მოყოლა მოასწრო.

გოგონა სხეულის 80%-იანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, 10 აპრილს კი ის გარდაიცვალა.

ნუსათმა რამდენიმე თვითმხილველისთვის მოასწრო ეთქვა, რომ თანაკლასელებმა გადაასხეს ნავთი, სასწრაფო დახმარების მანქანიდან კი ჩანაწერის გაკეთებაც მოასწრო:

„დირექტორი ხელით შემეხო, ამ დანაშაულის წინააღმდეგ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ“, – ამბობს ნუსრათი ჩანაწერში.

პოლიციელი, რომელმაც ნუსრათის განცხადება ტელეფონით გადაიღო, თანამდებობიდან გადააყენეს.

მომხდარზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, მათ შირის, სკოლის დირექტორიც. დაკავებულთაგან მკვლელობაში ბრალი 7-ს ედება.

ნუსრათის ოჯახი
ნუსრათის დაკრძალვა
ნუსრათის ძმა დაკრძალვაზე
იტვირთბა....