“საქართველოს პარლამენტი დადეთ ცვლილებების ელექტრონული ვერსია ნეტზე, რა მართლა უმძღოლო ავტობუსივით მიაქანებთ ამ კანონპროექტს, არ ვიმსახურებთ ქართველი ხალხი და თქვენივე დეპუტატები რომ ეს კანონპროექტი ვნახოთ და მშვიდად განვიხილოთ?!”
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე; სოციალური ქსელი;
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ვერ მოასწრეს იმ ცვლილებების გაცნობა, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს უნდა წარედგინა. საუბარია მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცხადდება შესვენება და პლენარული სხდომა 14:00 საათზე განახლდება.