ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, “პანორამა თბილისის” სამშენებლო ობიექტიდან მუშების გადმოვარდნის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
“გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”-განაცხადა ქობულიამ.
შეგახსენებთ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე “პანორამა თბილისის” სამშენებლო სამუშაოების დროს 3 მუშა გადმოვარდა.