ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დავით მუხრანელი ცდილობს დაგვიყოლიოს, რომ დავა შევწყვიტოთ და ამას სხვადასხვა მეთოდით ახდენს, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა განაცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, დავით ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება.
“ბოლოს შემოგვითვალა მუქარა. თუ ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტდით ყველა დავას, გაასაჯაროვებდა კომპრომატს ანას წინააღმდეგ. დავით ბაგრატიონის თქმით, მას აქვს მტკიცებულება ანას მიერ შვილის, გიორგის ცემის. მსგავსი რამ რეალურად არ არსებობს და ეს არის სიცრუე. სწორედ ასე გეგმავენ შავი პიარის აგორებას ახლა ანას წინააღმდეგ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენზე ეს მუქარა არ გაჭრის და არანაირი დავის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მუქარის აუდიო ჩანაწერი არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული და აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გავასაჯაროებთ”, – განაცხადა გორელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონს ძლადობაში ადანაშაულებს.