რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველ “კანონიერ ქურდ” ტარიელ ონიანს რუსეთიდან ესპანეთში გააძევებენ. ონიანის ექსტრადირება უახლოეს დღეებში შედგება.
ტარიელ ონიანი რუსეთის კოლონიიდან 9 აპრილს გაათავისუფლეს, თუმცა მალევე დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მას 40 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ „კანონიერი ქურდი“ რუსთის ციხეში ესპანეთში ექსტრადირებამდე დარჩება. ძალოვან უწყებაში აღნიშნავენ, რომ ონიანი 9 აპრილს დააკავეს, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.