“ამ სასახლის ისტორია არის ტიპიური მაგალითი დღევანდელი ხელისუფლების უთავობის და მავნებლობისა. წლების მანძილზე იყო საუბარი, რომ თურმე რეზიდენციის შენახვა არის ძვირი. დღეს კი მივიღეთ სურათი, როდესაც სახელმწიფო ერთის მაგივრად ინახავს ორ რეზიდენციას და ამ ორიდან, ერთ-ერთის ფუნქცია არის სრულიად გაურკვეველი, რომ წელიწადში ორჯერ სტუმრებს უმასპინძლოს. აი, ეს არის მაგალითი რა ხდება ქვეყანაში, როცა ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ადამიანის სურვილებიდან, ოპონენტების მიმართ ზიზღიდან და წინააღმდეგობიდან გამომდინარე”.
დავით ბაქრაძე, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი