,,დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს და შეხვედრაზე მას გავუზიარე ჩემი პარტიის პოზიცია. მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ იმაზე, რომ ქვეყანაში, სადაც ოლიგარქის არაფორმალური მმართველობაა, დემოკრატიაზე საუბარი არის ზედმეტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლება არ აპირებს საარჩევნო სისტემის შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგიც ისეთივე გაყალბებული და მანიპულირებული იქნება, როგორც ეს აქამდე იყო. ასევე, საგანგაშოა ის, რომ იკვეთება სასამართლო სისტემის კონტროლი და ვენეციის კომისიის დასკვნის იგნორირება. ამდენად, რთულია იმედის მომცემი პროგნოზი გავაკეთოთ“.
ნინო ბურჯანაძე, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი