ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მუსლიმური ორგანიზაციები ფრანგ მუსლიმებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

„ჩემი აზრით, ფრანგი მუსლიმების, როგორც მოქალაქეებისა და მუსლიმების ვალდებულებაა, მიიღონ მონაწილეობა ულამაზესი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში“, – ამის შესახებ რონის მეჩეთების საბჭოს პრეზიდენტმა, ქამელ კაბტანმა განაცხადა.

ამასთანავე, „მუსლიმთა რწმენის ფრანგულმა საბჭომ” საფრანგეთის მოქალაქე მუსლიმებს მოუწოდებენ ჩაერთონ ტაძრის რეკონსტრუქციაში.

„ფრანგ მუსლიმებს მოვუწოდებთ, ფინანსური ძალისხმევით ჩაერთინ არქიტექტურული შედევრის რეკონსტრუქციაში, რადგან ეს ტაძარი არის საფრანგეთის სიმბოლო“, – განაცხადეს საბჭოს წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს გაჩნდა.

იტვირთბა....