„ანტიდისკრიმინაციული კანონი წინგადადგმული ნაბიჯი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ გაღიზიანების გარდა არავისთვის სიკეთე არ მოუტანია. რა მივიღეთ ჩვენ ამ კანონის მიღებით და რა შეიცვალა ლგბტ თემისთვის? არაფერი. მათი მხრიდან მუდამ გვესმის ჩივილი შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. ვიღაცა სადღაც სცემეს, ვიღაცა სამსახურში არ მიიღეს. ამ დროს ეს ყველაფერი არ შეესაბამება იმ რეალობას, რომლის დანახებასაც ცდილობს ლგბტ თემი იმიტომ, რომ რესტორნებისა და საკვები ობიექტების 80%-ში მუშაობენ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები. ძალიან კარგად მუშაობენ, არანაირი პრეტენზია არავის არ აქვს და მათთან დაპირისპირებაში არავინ არ შედის”.
გიორგი ლომია, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი