პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ დასკვნის თანახმად, იუსტიციის საბჭო ავგიას თავლაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიწმინდოს.
“მე სამართლებრივ თემაში ვერ შევალ, მაგრამ ვენეციის კომისიამ დაწერა, რომ იუსტიციის საბჭო ავგიას თავლაა და გასაწმენდია. სანამ ეს თავლა არ გაიწმინდება, ახალი მოსამართლეები არ დანიშნოთო. ეს არის იუსტიციის საბჭოსთვის განაჩენი. ამ ადამიანებს არ უნდათ სიმართლის მოსმენა და გადაფარვაზე მუშაობენ და სურთ ყველაფერი თავდაყირა დააყენონ. გირგვლიანის საქმე, რომელზეც ათეულობით წელია საზოგადოებაში კონსესუსია, ეს ახალგაზრდები ცდილობენ, ყველაფერი შეატრიალონ და ისტორია თავიდან დაწერონ. ისტორია ასე არ იწერება მათ და მათ უფროსს რომ გონიათ. ისტორია დიდი ხანია დაწერილია და განაჩენიც გამოტანილია. ამ განაჩენის აღსრულებას კი მალე ნახავენ”, – აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.