“დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი”? – ასე ეხმაურება რუსეთის „ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის” ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსი ბიზნესმენების სურვილს, თანხა გამოყონ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის.
ჟირინოვსკის თქმით, ყველა ქვეყანაში ხდება ხანძარი და რუსეთშიც ბევრი ეკლესიაა აღსადგენი.
“ყველა ქვეყანაში ხდება ხანძარი. ჩვენ ბევრი ეკლესია გვაქვს, რომელიც ომის დროს ან ბოლშევიკების მიერ იყო განადგურებული. მოდით, ისინი აღვადგინოთ, თორემ პირველ რიგში უცხოელებისკენ გავრბივართ. დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.