aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუცნაშვილი საარსებო მინიმუმზე – გამოთვლის მეთოდი არის ძველი, ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

“თავად გამოთვლის მეთოდი არის ძველი, ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. გამოთვლის მეთოდოლოგია აგებულია 60%-იან სასურთათო კალათაზე. ვითომ, მოქალაქის საერთო ხარჯებში სასურსათო კალათას უკავია 60%, ხოლო დანარჩენ სხვა ხარჯებს 40%. მე ამ მიდგომას სწორად არ მივიჩნევ და ამიტომაც, მეჩვენება, რომ ეს შედეგები არაადეკვატურია. ფაქტია, რომ ხალხი ამ ფულით ცხოვრობს და იმიტომაც არის სიღარიბის მაჩვენებელი ასეთი მაღალი. იცით, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქეა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. მეთოდოლოგიაშია პრობლემა და არა დათვლის მონაცემების სისწორეში”, – განაცხადა ქუცნაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.

სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხევდით, დღეისთვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ხუთსულიანი ოჯახისთვის 352.5 ლარს შეადგენს.

იტვირთბა....