ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ძალიან უხერხულია ბატონი ვასილის მხრიდან ასეთი ბრალდებები და მას და მის იურისტებს მოვუწოდებთ, კარგად გაერკვნენ კანონმდებლობაში”

„როდესაც ხდება გარკვეული უბნის, თუ ტერიტორიის ფორმირება/მოწესრიგება, ჩვენ ხშირად ვიყენებთ პრაქტიკაში ამგვარ რეკომენდაციას ვთხოვთ – განმცხადებელს შეუსაბამო ნაკვეთებზე, იქნებ ეს ტერიტორიებიც დააგეგმაროს, რათა არ დაგვრჩეს დაუგეგმარებელი, რაც ხშირად გვხდება ამ ქალაქში და ამახინჯებს თბილისის იერსახეს. ეს არის რეკომენდაციის ხასიათის მითითება, რასაც რეგულარულად გავცემთ განაშენიანების გეგმის ფარგლებში, სადაც ასეთი ობიექტებია, რათა არ დარჩეს ისინი დაგეგმარების მიღმა. სივრცითი მოწყობის კანონმდებლობა სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დაგეგმარება მოხდეს სწორად, რადგან არ დარჩეს გაუნაშენიანებელი ტეროტორია, რაზეც განაცხადია შემოსული. ეს არის რეგულარული პროცესი, როდესაც ქალაქგეგმარება ხდება- ჩვენ ვითხოვთ უბნის მოწესრიგებას. ასე რომ, ძალიან უხერხულია ბატონი ვასილის მხრიდან ასეთი ბრალდებები და მას და მის იურისტებს მოვუწოდებთ, კარგად გაერკვნენ კანონმდებლობაში”.

მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე

იტვირთბა....