ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი კუპრაძე – შემდეგი მინისტრებისა და დეპუტატების კარებები შეიმტვრევა

“შრომის ინსპექციაა მოსული პანორამას მშენებლობაზე, არღვევენ კანონს და არ უშვებდნენ შემთხვევის ადგილის შესამოწმებლად, სანამ ღობეზე არ გადავხტი და შიგნიდან არ გავუღე კარები. მიუხედავად მიწაზე თრევისა კარები მაინც გავაღეთ და ყველგან გავაღებთ.

მომდევნო მინისტრების და დეპუტატების კარებები იქნება, რომელიც შეიმტვრევა და საკუთარი სკამებით გამოგორდებიან გარეთ”, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ პანორამა თბილისის მშენებლობიდან 3 მუშა  გადმოვარდა. 

ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა. დაცვის წევრები მშენებლობაზე არ უშვებდნენ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბექა ფერაძეს. კუპრაძე ღობეზე გადაძვრა და ასე მოახერხა კარების გაღება, რის შემდეგაც ფერაძე ადგილზე შევიდა.

იტვირთბა....