იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და იმედოვნებს, რომ ირაკლი კობახიძე გაითვალისწინებს დასკვნაში არსბეულ რეკომენდაციებს.
ჩემი მოსაზრებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით
Gepostet von ანა დოლიძე Anna Dolidze am Dienstag, 16. April 2019
ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.