ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოცდის ამოღების შესახებ რეკომენდაციის გათვალისწინება შეიძლება” – კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა შეაფასა.

მისი თქმით, შესაძლებელია რეკომენდაციების დიდი ნაწილის გაზიარება, მათ შორის ისეთებიც, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნებს ემთხვევა.

“ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია რატომ შეიძლება, ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციურ უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით”, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე.

კობახიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ინიციატივით იუსტიციის საბჭოს წევრს, რომელიც მოსამართლების კონკურსში მონაწილეობს, ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ. როგორც მას მიაჩნია, ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც შესაძლებელია.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხები უმრავლესობის შიგნითაც უნდა განიხილონ და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. მისივე თქმით, 17 აპრილს დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას გაიმართება, სადაც კომისიის რეკომენდაციებს განიხილავენ.

ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.

იტვირთბა....