მთავარი ციტატა

“სერიალების გადაღება, შეიძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს”

“სერიალების გადაღება შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს და ამაზემე წინა მოწვევის პარლამენტშიც ხშირად მითქვამს ამის შესახებ… სერიალები დღეს უკვე აღარ არის საპნის ოპერები, დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც კლასიკური ლიტერატურიდან თუ წარსულიდან მის საუკეთესო ნიმუშებს ვხედავთ. BBC-ის მთელი შექსპირის ქრონიკები აქვს გადაღებული. როდესაც ამას ვამბობდი, იყო მოკლე პასუხი, ამის საშუალება არ გვაქვს, ფული არ გაგვაჩნია. ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეეწიოს ამ საქმეს. აღარაფერი მიკვირს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. მაგრამ უხერხულობის განცდა მაინც რჩება ხოლმე. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ჩამოსხმულმა პროდიუსერებმა, რომელიც ამ საქმით არიან დაკავებული, თქვეს, რომ ეს არის ძალიან ცუდი რამ, საშინელება, თუ ეს კაცი ახლა შეეწევა ამ საქმესო, იმიტომ, რომ ეს ბაზარს არევს, დალაგებულ ბაზარს აგვირევსო. რა ბაზარი აირევა, რის ბაზარი, სად არის ბაზარი. არა მხოლოდ სულიერების მიმართულებით, თუკი პროცესი ნორმალურად წავა და თუ ამ პროცესს არ ჩაიგდებს ე.წ. მარიფათიანი ხალხი, თუ ამ პროცესს არ მოაჯდება ე.წ. მარიფათიანი ხალხი და პროცესი სწორი მიმართულებით წავა”.

ნუკრი ქანთარია, “ქართული ოცნების” დეპუტატი

იტვირთბა....