ფრანგულ მედიაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შიდა ინტერიერის პირველი ვიდეომასალა გავრცელდა.
კადრებში ჩანს, როგორ შედიან მეხანძრეები ტაძარში და რა მდგომარეობაა შიგნით.
https://www.facebook.com/metronome.ge/videos/2380224692208654
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.
ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.
ფოტო: euronews