საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის პროცესის სანახავად მივიდა განაცხადა, რომ მისთვის ძალიან რთული იყო იმის ყურება, თუ როგორ იწვოდა საფრანგეთისა და მსოფლიოს ერთერთი ღირშესანიშნაობა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ მდგომარეობა სავალალო და ტრაგიკულია, თუმცა, უფრო უარესი ვარიანტის თავიდან აცილება მოხერხდა.
პრეზიდენტი ასევე დაპირდა სრულიად საფრანგეთს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აუცილებლად აღდგება და ამისთვის სახსრების მოსაზიდად იგი საერთაშორისო კამპანიის დაწყებას აპირებს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.
მაკრონი ტრაგედიას ადრე ტვიტერშიც გამოეხმაურა – “პარიზის ნოტრ დამი ცეცხლის ალშია.. როგორც საფრანგეთის ყველა მოქალაქე, მეც მწუხარე ვარ, რომ ჩვენი ეს ნაწილი იწვის”.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.
ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა