პარიზში მომხდარით შოკირებული ადამიანები, პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარის სიახლოვეს გალობენ და ლოცულობენ.
ცეცხლი საფრანგეთის მთავარ საკათედრო ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა.
ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები გახდა. ტაძრის ნაწილი ხარაჩოებში იყო მოქცეული.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.