aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჰგონიათ, რომ ამ შავს და თეთრს მოქალაქეები ვერ არჩევენ”?

ეს არ არის სერიოზული არგუმენტი, როდესაც ამბობ, რომ ვერ დაველაპარაკები 300 ან 150 – 100 ადამიანს, ჯერ ერთ, არავინ იცის, 300 იქნება თუ 50. ნამდვილად არ იქნება 300, გარწმუნებთ, არცერთ კონკურსში მიუღია ამდენ ადამიანს მონაწილეობა. არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, არამედ იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის რომ ღია კონკურსი იყო, პარლამენტში, იქაც კი არ იყო 60 ადამიანზე მეტი, სადაც ბარიერები საერთოდ არ არის..

რა 300 ადამიანი იქნება გასასაუბრებელი და ასეც რომ იყოს, დავუშვათ ბევრმა ადამიანმა შემოიტანოს კონკურსში განაცხადი, რა არის უკეთესი, 1 ვაკანსიაზე 1 კანდიდატი განიხილო, რომელსაც 5-ჯერ დაგიცხრილავს დღეს არსებული იუსტიციის საბჭო თუ 1 ვაკანსიაზე მინიმუმ 3 რომ გეყოლება ასარჩევად და შეგეძლება, სამიდან აირჩიო? რომელია უკეთესი? ჰგონიათ, რომ ამ შავს და თეთრს მოქალაქეები ვერ არჩევენ ?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკა ბესელია, დამოუკიდებელი დეპუტატი
TV პირველის ეთერი

იტვირთბა....