ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ეკა მიშველაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” სასამართლო დავა მოუგო

უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი, რითაც ეკატერინე მიშველაძესა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დავა საბოლოოდ დასრულდა. ეკა მიშველაძის ინტერესებს საია იცავდა. ამის შესახებ ინფორმაცას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამრთლოების შეფასება, რომ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა ,,პირველი სტუდიის“ დახურვის შემდგომ, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად ,,საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ შეარჩია ახალი წამყვანები, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

სხვა ამბები

გიგა ჩხარტიშვილი – ნათია კაპანაძის გადაყენებით მრჩეველთა საბჭომ მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება

newsadmin

ნინო ლომჯარია – “ოდირი“ აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს

newsadmin

“მე მაქვს დეპრესიული განწყობა, რომელიც მოსამართლეებთან დაკავშირებულმა პროცესმა”

newsadmin

“ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზებზე დამაჯერებელი პასუხები დღემდე არ მოგვისმენია” – ლომჯარია

newsadmin

“სამუშაო ჯგუფი, მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის”

newsadmin

“რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება, რეფორმები არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს”- გვენეტძე

newsadmin
იტვირთბა....