ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადადეთ კობახიძის კანონპროექტის განხილვა და ოპოზიციას დაგვაბრალეთ” – ბოკერია

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კანონპროექტს განიხილავენ მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით.

“მესმის, რომ თქვენ დიდი იმედი გაქვთ და, სხვათა შორის, უნდა გვითხრათ, რამე წინასწარი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ, უნდა გვითხრათ, ეს ხომ უსამართლობა იქნება თქვენ თუ უპირატესობა გექნებათ, რომ იცით ამ დასკვნაში რაც წერია, ხო? ხომ არ იცით? უბრალოდ, მანიშნეთ, ხომ არ იცით შემთხვევით? ანუ წინ გინდათ წაიგდოთ საქმე. მოდით, მე გთავაზობთ კომპრომისს. წავიგდოთ წინ საქმე, ოღონდ შევთანხმდეთ, რომ დღეს ამას კენჭს არ ვუყრით. იმიტომ, რომ ბატონო ანრი [ოხანაშვილი] ხომ შეიძლება, რომ თქვენც კი შეცდომა მოგივიდეთ და ვაიმე და, მოგატყუეს და საშინელი დასკვნა მოვიდეს ვენეციის კომისიიდან და მერე სესიაზე უნდა განვიხილოთ და კომიტეტი გამოვტოვოთ. მოდი, დავიწყოთ საქმე, კი ბატონო, გეჩქარებათ. განვიხილოთ, ოღონდ შევთანხმდეთ, რომ კენჭს არ ვუყრით, სანამ არ ვნახავთ იმ ორგანიზაციის დასკვნას, რომელსაც თქვენით თქვენი უაღრესად კეთილი ნებით მიანიჭეთ კომპეტენცია

მეორე კომპრომისი ის მაქვს, რომ თქვენი მთავარი არგუმენტი ხომ ის იყო, რომ მართლმსაჯულება, ხალხი იჩაგრება იმიტომ, რომ ცოტა მოსამართლე არის იუსტიციის უზენაეს საბჭოში? ხომ სწორად გავიგე და თქვენ ამაზე გრძნობთ პასუხისმგებლობას და კიდევ 2 კვირა თუ ეს გაგრძელდება, ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება, ხო, თქვენი გადმოსახედიდან? მე მინდა, ქართულ ოცნებას შევთავაზო აქამდე გაუგონარი რამე. აქ არიან თქვენი მთავარი ოპონენტები, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციის მთელი სპექტრი, მე გთავაზობთ, რომ ჩვენ დაგვაბრალეთ ყველას ეს პრობლემა, რაც არასდროს გიქნიათ. თქვით, რომ ისევ და ისევ ჩვენი ოპონენტების გამო კიდევ 2 კვირით ჩვენი ხალხი მოწყდა მართლმსაჯულებას. ჩვენ ყველა ამჯერად მივიღებთ ამას, რომ ჩვენი ბრალია. თუ პატივცემული წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოების დამთანხმდებიან, რომ დაიბრალონ ეს მძიმე ტვირთი. ჰოდა, აი, ეგ არის კომპრომისი, რომ ერთხელ ხომ შეიძლება, ოპონენტებს დააბრალოთ რამე, რაც თქვენ არასდროს გიქნიათ. თან ახლა ოპონენტები მზად არიან, რომ დაიბრალონ ეს” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახზსენებთ, რომ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ ხვალ, 16 აპრილს გამოქვეყნდება, უმრავლესობას კი სურს, რომ კანონპროექტს კომიტეტზე კენჭი დასკვნის დადებამდე უყარონ.

იტვირთბა....