“ალბათ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა, ის, რომ ჩვენი ხმა არ ისმის უფრო აქტიურად და კომუნიკაციის პრობლემაა – რეალურად გვაქვს, უნდა ვაღიაროთ ეს. თუმცა ჩვენ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა და ძალიან დიდი პროგრესი. რამდენიმე შემიძლია ჩამოვთვალო: დევნილებთან მიმართებაში მაგალითად ჩვენი პოლიტიკა რომ შეადაროთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ პოლიტიკას – არის აბსოლუტური განსხვავება. მათი ბიუჯეტი იყო 20-25 მილიონი 2012 წელს, ამ ორ წელიწადში დაახლოებით 300 მილიონამდე იხარჯება მხოლოდ დევნილებზე. ჯანდაცვაში, სადაც იცით რა პრობლემებიც იყო, 3 მილიარდს გადააჭარბა სამინისტროს ბიუჯეტმა და კოლოსალური თანხები იხარჯება მოსახლეობის ჯანდაცვაზე. კიდევ უამრავი: სოფლის მეურნეობა, წარმოების გაფართოება, ის, რომ მოქალაქეებს აქვთ თავისუფლების და სტაბილურობის განცდა – ეს ძალიან დიდი რამეა”
ირაკლი ღარიბაშვილი
ტელეკომპანია “იმედი”