თბილისში, რუსთაველის გამზირზე რესტორან “ხინკლის სახლის” სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
“დამწვარია 20 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი” – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.