მთავარი საზოგადოება ციტატა

“თურმე ზუგდიდში 2 წელია გადათხრილია გზები და ვერ აგებენ, რაც იწვევს იმედგაცრუებას”

“მოგიყვებით გულწრფელად. ზუგდიდში ვიყავი ჩასული წარდგენაზე. იქ ჩვენ ბოლო არჩევნები, ყველა არჩევნები მოვიგეთ. წინა მერმა 65 თუ 67%-ით მოიგო, 2014 წელს, შემდეგ 2016-ში, 2017-ში – ყველა არჩევნებს ვიგებთ. ვიკითხე რა მოხდა? მე სამი წელი არ ვიყავი პოლიტიკაში, დინსტანცირებული ვიყავი ამ მოვლენებისგან. ვიკითხე თუ რატომ გაუარესდა მოსახლეობის განწყობა, რა დავაშავეთ ამისთანა, რომ ასე შეიცვალა ვითარება – და ძალიან მარტივი პასუხები გამცა ადგილობრივმა მოსახლეობამ.

თითქმის ორი წელია, აღმაშფოთებელია ჩემთვის და ყველასთვის, ორი წელია გზები არის გადათხრილი ყველგან, ვერ აგებენ გზებს, წყალგაყვანილობის პრობლემაა და იქმნება მტვერი და ქაოსი, რაც ბუნებრივია რომ იწვევს იმედგაცრუებას, ჩვენს მომხრეებს ვგულისხმობ, აღარ მაქვს საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე, შემდეგ იყო ინციდენტი, პრობლემები იყო მერთან დაკავშირებით, ჩვენ დავაკავეთ და მივეცით პასუხისგებაში ეს ყველაფერი არის პატარა, თითქოს ელემენტარული პრობლემები დაგროვებული რეგიონებში და სააბოლოო ჯამში ძალიან დიდი უარყოფით ეფექტს ქმნის მოსახლეობის განწყობაზე”

ირაკლი ღარიბაშვილი

ტელეკომპანია “იმედი”

 

 

იტვირთბა....