რომი-ქუთაისის ავიარეისი, რომელიც ქუთაისში უნდა ჩამოფრენილიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ იმფპორმაციას რეისი მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ.
ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ მიიღო რომი-ქუთაისის ავიარეისი თბილისის აეროპორტმა, ჯერ უცნობია.
როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა პირველ არხს განუცხადა, თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო ვერ დაჯდა და პილოტებმა თბილისში გამოფრენის გადაწყვეტილება მიიღეს.