რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ციხის მშენებლობის შესაჩერებლად 24-საათიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მაშტაბურ საპროტესტო აქციებს, კარვების გაშლასა და ცენტრალური გზის გადაკეტვას აანონსებენ. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
რუსთავში უკვე მეოთხე დღეა აქცია – “არა ციხეს” მიმდინარეობს. ყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.