“მეც, ბავშვობაში ქართულ ენას ამ დედაენით ვსწავლობდი. მნიშვნელოვანია, რომ ეს დედაენა უბრუნდება სკოლებს. ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული ენა. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მაქვს პასუხისმგებლობა ენის გავრცელებაზე, ენის პოპულარიზაციასა და სწავლაზე ვიყო პასუხისმგებელი.
რატომ არის საჭირო სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? ენა არის მთავარი კარი, კარი ურთიერთობების. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, თუ გვინდა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ – ეს ყველაფერი გადის ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა“
მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში დედა ენის დღეა