ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე – როდესაც ქართველი ერი ერთად დგას, ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელში მოსახლეობას დედა ენის დღე მიულოცა.

“დღეს დედაენის დღეს აღვნიშნავთ.

1978 წლის 14 აპრილი იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ქართველი ერი ერთად დგას, ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

ყველას გილოცავთ დედაენის დღეს!”, – წერია პრემიერის მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში დედა ენის დღეა. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს საპროტესტო აქციებმა შეძლო და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

იტვირთბა....