დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისის ტაქსების ფერად თეთრი განისაზღვრება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტაქსის მძღოლების დიდი ნაწილის უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. “მეტრონომმა” გადაწყვიტა გაერკვია, როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება ამ რეგულაციის მიმართ.
ქუჩაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 100 რესპოდენტიდან – 60% მიიჩნევს, რომ რეგულაცია მოქალექეების სიდუხჭირის ფონზე, ზედმეტი პრობლემის მომტანია, 15%-ს თუ მანქანის ფერის შეცვლას მერია დააფინანსებს, ერთი ფერის ტაქსების ხილვა გაახარებდა, 25% კი აუცილებლად მიიჩნევს ამ რეგულაციას.