მთავარი საზოგადოება ციტატა

“ფილარმონიაში შეკრებილებს ივანიშვილის მიმართ აუგი ვერ დააცდენინეს” – გოცირიძე

“ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა ფილარმონიაში. მოტყუებულთა და იმედგაცრუებულთა თავყრილობა შეიძლება ვუწოდოთ მას. უცნაური ისაა, რომ მის ორგანიზატორებს იმეგდგამცრუებლის და მომტყუებლის მიმართ აუგი ვერ დააცდენინეს. ეს იმიტომ, რომ მიზნებიც ჭრელი აქვთ: ერთ ნაწილს კვლავ უკან მიჩოჩება უნდა, მეორეს- მღვრიე წყალში ფულის შოვნა, როგორც არაერთხელ გამოსვლიათ, მესამეს-შურისძიება დაუმსახურებელი გარიყვისათვის, მეოთხეს-გაუქმებული გრანტის აღდგენა და ა. შ. ცვლილებების გულწრფელი მომხრეებიც არიან, რომლებსაც სურთ, რომ ”ესენი უნდა წავიდნენ, ოღონდ ისინი არ უნდა მოვიდნენ”.

როგორი პრაგმატული თუ იდეალისტური მიზნები არ უნდა ამოძრავებდეთ, ერთი რამ ფაქტია: ივანიშვილს საყრდენი ჩამოეშალა და წვრილფეხა ფუნციონერების ამარა დარჩა.
დანარჩენი დროის და ტექნიკის საქმეა”

რომან გოცირიძე

სოციალური ქსელი

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრა ფილარმონიაში  გაიმართა..

იტვირთბა....