ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს გზა ტაძრამდე არ მიდის და ამაზე შეშფოთებამ მოგვიყვანა აქ” – შაქარაშვილი ყრილობაზე

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა მოძრაობა დაიცავი საქართველოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვერავინ გააქრობს იმ წვილს, რაც 7 წლის წინანდელმა ბრძოლამ მოიუტანა ქვეყანას, მაგრამ მართველი გუნდი არაადეკვატურად აღიქვამს დღევანდელ რეალობას და ქვეყანას პერსპექტივას ვერ სთავაზობს.

“ეს გზა, ჩვენ ყველანი შევთანხმდებით, რომ ტაძრამდე არ მიდის და სწორედ ამაზე შეშფოთებამ მოგვიყვანა ჩვენ ყველანი ამ დარბაზში”, — განაცხადა შაქარაშვიმა

შაქარიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება მოსამართლეთა კლანის ოცნებების ასრულების ასპარეზად იქცა. მისი თქმით, ეს დაპირება არ მიუციათ მოსახლეობისთვის რამდენიმე თვის წინ საარჩევნო პერიოდში და ამიტომ საჭიროა სათავე დაუდონ ახალ პოლიტიკურ ასპარეზს.

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრა ფილარმონიაში  იმართება.

იტვირთბა....