aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მხარს ვუჭერ ამ ქვეყანას, ამ ქალაქს, საქართველოს და ქართველებს” – ხუჯაძე “დაიცავი საქართველოს” შეხვედრიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

მომღერალმა დათო ხუჯაძემ ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დაწყებამდე განაცხადა, რომ შეხვედრაზე ინტერესის გამო მოვიდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვადევნებ თვალყურს აქტიურად პოლიტიკას, მაინტერესებს რა ხდება. მე ბევრი რამ არ მომწონს და ბევრი რამ მომწონს, მაგრამ მთავარი ეს არ არის”, – განაცხადა ხუჯაძემ.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა,
ხუჯაძე ამბობს, რომ განახლება ყველა სფეროში საჭიროა.

„ახალი ყოველთვის საჭიროა ყველგან. თუ რაღაც ვითარდება ქვეყანაში, ყველაფერი უნდა განვითარდეს, ნებისმიერი სფერო და ესეც რაღაც სფეროა მე მგონი. თუ რამე განვითარდება, კმაყოფილი ვიქნები. მე მხარს ვუჭერ ამ ქვეყანას, ამ ქალაქს, საქართველოს და ქართველებს”, – აღნიშნა მომღერალმა.

მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში შეხვედრა დაიწყო.

იტვირთბა....