მთავარი საზოგადოება ციტატა

“იმ სახეებით, რომელზეც არის საუბარი, მესამე ძალა ვერ შეიქმნება” – კობახიძე მაღრაძის ორგანიზაციაზე

“არის მესამე ძალიან ინტერესი საზოგადოებაში. ოპოზიციის კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა იმიტომ, რომ ეს ნიშა არსებითად აქვს დაკავებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია ძალიან დიდი ნიშა, განმსაზღვრელი ნიშა ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს, თითოეული მოქალაქის, ჯანსაღი ოპოზიციის გაჩენა. მაგრამ იმ სახეებით, რომელზეც არის ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბარი, ბუნებრივია, ასეთი ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ სამომავლო განვითარებას და იმედი დავიტოვოთ იმის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე გაჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაიკავებენ იმ ნიშის ნაწილს მაინც, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, აქვს დაკავებული „ნაცმოძრაობას“ აბსოლუტურად არაჯანსაღ და მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკურ პარტიას”

ირაკლი კობახიძე

“პალიტრანიუსი”, გადაცემა “360 გრადუსი”

ამ თემაზე: დღეს, მოძრაობა “დაიცავი საქართველო” ფილარმონიაში შეხვედრას გამართავს.

იტვირთბა....