რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებმა დღეს კიდევ ერთი საპროტესტი აქცია გამართეს. ისინი დასასახლების მახლობლად ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.
მაცხოვრებლები მოითხოვენ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და ასევე, ციხის მშენებლობის შეჩერებას.
შესაბამისი მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფმა დღეს პეტიცია დაარეგისტრირა.
შეგახსენებთ, რომ ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მოსახლეობამ 9 აპრილსაც გამართა. მაცხოვრებელბი განაცხადებენ, რომ ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდ პრობლემას ქმნის. აგრეთვე, ისინი ვარაუდობენ, რომ ახალი ციხის მშენებლობა დასახლებული პუნქტის განვითრებას შეუშლის ხელს.