“მოკლედ, 13 აპრილის ,,დაიცავი საქართველოს “შეკრებაზე : მოახლოვდა და დაიწყო ნაცნობი, ბევრჯერ ნანახი, უკვე ზედმეტად ამოსაცნობი ხელწერით ნაწვალები სცენარი….არ მომწონს ის…ეს …ამიტომ …იმიტომ….და არ წავალ! მეგობრებო, თანამებრძოლებო, უცნობებო თუ ნაცნობებო , უბრალოდ ჩემი ქვეყნის მოქალაქეებო : ჩვენ ერთმანეთის სანახავად ბევრი სხვადასხვა ადგილი და სივრცე გვაქვს, მაგრამ ცოტა რამე დაგვრჩა რაც იდეალებს და ღირებულებებს ამყარებს !
ამდენ ავბედით ისტორიას , განსაცდელებს ბევრი რამ შეეწირა , მაგრამ სამართლიანობა, თავისუფლება, ღირსება ხომ არ იზომება იმით, რამდენი ადამიანი იცავს მას???
ვისაც მუდმივი ლტოლვა აქვს და სწრაფვა აქეთკენ, ისინი ყოველთვის პოულობენ მისასვლელ გზას! იმდენი რამ გავიარეთ, უკვე არაფრის მტკიცებას აზრი არა აქვს!
უნდა შევაფასოთ არა სიტყვა, არამედ საქმე, ნაბიჯი, ქმედება!
მე და ჩემმა მეგობრებმა (ვინც გადაურჩა ამდენ განსაცდელს) ჯერ ოპოზიციაში დევნის დროს და ბოლო წლები- უკვე ხელისუფლებაში ყოფნის დროს , საკუთარ თავს და შემდგომ ყველა სხვას ვაჩვენეთ, რომ არაფერს ნიშნავს არც სტატუსი, არც წოდება, არც თანამდებობა, კომფორტი, პირადი ინტერესები და მარადიულია ის, რაც ხელშეუხებელია, ის რაც სიცოცხლედ ღირს .
მე მივდივარ 13 აპრილს და ისევ ვიქნები იმ იდეალებთან თანაზიარი, რასაც ვუერთგულე დღემდე და არ ვაპირებ გადავხედო ამ არჩევანს!
მივდივარ იქ სადაც შესაძლოა იყოს ბევრი განსხვავებული ადამიანი განსხვავებული ხედვით თუ პოზიციით.,მისაღები თუ მიუღებელი სურვილებით,ასეთი ….ისეთი….მაგრამ არ ვეძებ მიზეზს რატომ არ ვიყო იქ ,სადაც იკრიბება ჩემი ქვეყნის საზოგადოების ნაწილი, არ ვეძებ მიზეზს ავირიდო რაიმე , რადგან ესეც გზაა თავისუფლებისა და სამართლიანობის გრძელ გზაზე.
არ ვარ მთავარი მასპინძელი, არც სტუმარი, ყველანი ვართ მასპინძლები, ღია და თავისუფალია ეს თავყრილობა.ეს არ არის პოლიტიკური პარტიის შეკრება, იკრიბება საზოგადოება, ვისაც არ მოწონს რაც ხდება და ვისაც სურს იყოს მონაწილე უკეთესი ხვალინდელი დღის… ვინც არ დაიღალა…
რა იქნება ხვალ , როგორც უფალი ამბობს , ამას განსაზღვრავს როგორ მოვიქცევით დღეს, რათა ხვალ -იყოს უკეთესი!…”
ეკა ბესელია
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ფილარმონიაში მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ყრილობა გაიმართება