ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსახლეობის 48%-ის აზრით, ფარცხალაძე ივანიშვილთან დაკავშირებული პირია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოკითხული მოსახლეობის 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ხელისუფლება ხელს აფარებს

კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციემ დღეს გაასაჯაროვა, გამოკითხული მოსახლეობის 48 პროცენტს სმენია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ ინფორმაცია. მათგან 41 პროცენტი ფიქრობს, რომ ფარცხალაძე კორუფციულ გარიგებებშია ჩართული.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა 38%-ის აზრით, ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილთან დაახლოებული პირია, რომელიც არაფორმალურად „აგვარებს საქმეებს“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2000 მოქალაქე გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2,3% ია.

 

იტვირთბა....