ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინია კაკაბაძე – კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, ვფიქრობ, პოლიტიკური სარჩული აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ დიდი უსამართლობაა აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება.

როგორც “მეტრონომს” კაკაბაძემ განუცხადა, კაპანაძს იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

“ჯერჯერობით საჯაროდ არ არის ცნობილი თუ რა არის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების მიზეზი. დანარჩენი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს არის დიდი უსამართლობა. აჭარის ტელევიზიას ყველა ამჩნევს, რომ რეიტინგი ეზრდება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა თუ მონიტორინგში მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და ობიექტური ტელევიზია. ამიტომ, ასეთ დროს დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნას, ვფიქრობ, პოლიტიკური სარჩული აქვს. პირიქით, აჭარის ტელევიზია უნდა ფიქრობდეს როგორ გაუხანგრძლივოს ხელშეკრულება ნათია კაპანაძეს”, – აცხადებს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მიმართა.

იტვირთბა....