დასავლეთ საქართველოდან მომავალი სატვირთო ავტომანქანაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა.
როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2” იუწყება, ავტომობილს თურქული ნომრები აქვს და გარდაცვლილიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის. თუმცა ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. გადაკეტილია მაგისტრალი დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით, დედაქალაქიდან მოძრავი ავტომობილებისთვის კი გზა ამ წუთებში იხსნება.
ცეცხლს 5 სახანძრო სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ხანძრის ლოკალიზება გართულებული იყო, რადგან სატვირთო ავტომობილი მაზუთით იყო დატვირთული.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”