ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის შემდეგ, ტაქსის მძღოლების ნაწილი თბილისის საკრებულოსთან გადაინაცვლებს

ტაქსის მძღოლების აქციას ბიძინა ივანიშვილის რეზიდანციასთან დასრულდა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა საკრებულოსთან გადაინაცვლა და აქციას იქ გააგრძელებენ.

ტაქსისტების განცხადებით, ხვალ 12 აპრილს ისინი ქალაქის მერს შეხვდებიან და კიდევ ერთხელ იმსჯელებენ რეგულაციებზე.

მათი თქმით, მერმა ჯერ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ აიწიოს ცხოვრების დონე. ტაქსისტების თქმით, ამის შემდეგ მერთან ერთად იმუშავებენ რეგულაციების შესრულებაზე. ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იტვირთბა....